თარგმანი: არა თუ შჯული მოსესი ბოროტ იყო, ნუ იყოფინ, არამედ სიწლოჲთა და სიჴშოჲთა ყოველივე ძნიად წარსამართებელ იყო, და ერთითაცა რაჲთმე ცთომილი ყოვლისავე თანამდებ იქმნებოდა. ამისთჳსცა მოციქული არა ეტყჳს, ვითარმედ შჯული შეუძლებელ იყო განმართლებად, არამედ თქუენ შეუძლებელ იყვენითო განმართლებად, ვითარცა ვერ მოქმედნი ყოველისავე შჯულისა მცნებათანი. ამისთჳსცა ქრისტემან ახალსა ამას შინა არღარა დაშჯაჲ, არამედ ზოგად ყოველთავე პირველ ქმნულთა ბრალთა მიტევებაჲ — დადვა ნათლის-ღებისა მიერ, რომელსა ჭეშმარიტებით ჰრწმენეს მისსა მიმართ, და არცა ერთი ზრუნვაჲ აქუს მორწმუნეთა, პირველ ნათლის-ღებისა ქმნილთა ცოდვათათჳს, ოდენ შემდგომად ნათლის-ღებისა განეკრძალნენ კუალად მიქცევად ნათხევარსა პირველთა ცოდვათა მოქმედებისასა.
მოციქულთა საქმეები 13:39
38. მაშ, იცოდეთ, კაცნო, ძმანო, რომ მის მიერ გეუწყებათ ცოდვათა მიტევება.39. ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე.40. ფრთხილად იყავით, რათა არ მოიწიოს თქვენზე წინასწარმეტყველთაგან თქმული:
მოციქულთა საქმეები თავი 13