თარგმანი: ვინაჲთგან ქრისტეს მიერ ყოფადი შენდობაჲ ცოდვათაჲ ახარა, აწ პატიჟსა უთხრობს ესევითარისა ამის მადლისა შეურაცხის-მყოფელთასა, სიტყუათაგან ამბაკუმისთა, რომელი-ესე მაშინ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, რაჟამს სულმოკლე და მწუხარე იქმნა უმშჯავროებასა ზედა ისრაელისა მსაჯულთასა, და ეტყოდა ღმერთსა: "რაჲსათჳს-მე მიჩუენენ მე შრომანი ხილვად უბადრუკებაჲ და უღმრთოებაჲ მათგან, რომელნი უშჯულოებენ იერუსალემს შინა" (). ამას იტყოდა დრტჳნვით სულგრძელებათა მიმართ და ძჳრუჴსენებელობათა ღმრთისათა, ვითარმცა მათ მიერ განლაღებულ იყვნეს უშჯულონი. ხოლო ღმერთმან ყოფადთა საქმეთა წინაჲსწარ ცნობითა ნუგეშინის-სცა ურვასა მისსა, და მისითავე პირითა იწყო სიტყუად მათდა მიმართ, რომელთათჳს-იგი დრტჳნვიდა: იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ, დაგიკჳრდინ და უჩინო იქმნენით. რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა, რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: შენ მეტყჳ წინაჲსწარმეტყუელო, რაჲთა ვტანჯნე შეურაცხის-მყოფელნი, გარნა ძე არა ტანჯვითა განვეცხადები ჯერეთ, არამედ საქმითა...
მოციქულთა საქმეები 13:41
40. ფრთხილად იყავით, რათა არ მოიწიოს თქვენზე წინასწარმეტყველთაგან თქმული:41. „უყურეთ, მოძულენო, განცვიფრდით და განქარდით, რადგანაც იმნაირ საქმეს აღვასრულებ თქვენს დროში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ ეამბნა თქვენთვის“.42. იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ხალხი სთხოვდა მათ, იგივე ელაპარაკათ მომავალ შაბათს.
მოციქულთა საქმეები თავი 13