მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:47

46. ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ.47. რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე“.48. ეს რომ ესმოდათ, ხარობდნენ წარმართნი და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ირწმუნა ყველამ, ვინც იყო განწესებული საუკუნო სიცოცხლისათვის.
მოციქულთა საქმეები თავი 13
47. რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე“.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ, ხოლო ვინაჲთგან განიშორებთ მას, და არა-ღირსად გიშჯიან თავნი თჳსნი ცხოვრებისა საუკუნოჲსა, აჰა ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ, რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით-კიდედმდე ქუეყანისა (13,46-47).:

თარგმანი: განცხადებაჲ ესე ამისი ნაცვალი არს, ვითარმედ კადნიერ იქმნნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჰურიათა ჯერ-იყო პირველად მითხრობად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ, რამეთუ წინა-განსწავლულ იყვენით შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა სარწმუნოებისათჳს ქრისტესისა, რომელსა-იგი ნებსით განიშორებთ, და არა ღირს ჰყოფთ თავთა თქვენთა ცხორებისა საუკუნოჲსა, რამეთუ ღმერთსა ყოველთა კაცთადა უშურველად წინა-უყოფიეს გზაჲ ცხორებისაჲ, ხოლო ესე კაცად-კაცადისა ჴელმწიფებასა შინა არს, რაჲთა ანუ შეიწყნაროს, ანუ გარე-მიაქციოს თავისა თჳსისაგან წყალობაჲ. ღმრთისაჲ. ამისთჳს არა თუ მოუქცეველად წარვალთ, არამედ მივიქცევით ოდენ წარმართთა მიმართ, რაჲთა, ოდესცა გინდეს, კუალად მოვიქცეთ თქუენდა, და ესეცა წინაჲსწარმეტყუელებით წინა-მოსწავებულ არს ესაიაჲსგან, რამეთუ სიტყუაჲ იგი მამისაჲ, რომელი ჰურიათა სულთა ტყუეობისაგან ეშმაკისა გამოჴსნად და სიბრმისა თუალთა მათთაჲსა აღხილვად მოივლინა, ქადაგებითა მათდა მიტევებისაჲთა, რაჟამს მათ განიშორეს, სამართლად ესმა მამისაგან, ვითარმედ: აჰა ესერა დავადგინე შენ ნათლად წარმართთა და ზოგად ყოველთა კაცთა მაცხოვრად კიდით-კიდემდე ქუეყანისა. ესრეთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის