მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:50

49. და ვრცელდებოდა უფლის სიტყვა მთელს ქვეყანაში.50. მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის თავკაცნი, დევნა დაუწყეს პავლესა და ბარნაბას და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს ისინი.51. ხოლო მათ ჩამოიბერტყეს ფეხიდან მტვერი და იკონიას მიაშურეს.
მოციქულთა საქმეები თავი 13
50. მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის თავკაცნი, დევნა დაუწყეს პავლესა და ბარნაბას და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს ისინი.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი, და აღადგინეს დევნაჲ პავლეს და ბარნაბას ზედა, და განდევნნეს იგინი საზღვრით მათით (13,50).:

თარგმანი: მსახურ უწოდს დედაჲ მათ მდიდართა აზნაურთა, რომელნი-იგი ბერძულ-მეტყუელ იყვნეს და შჯულისა ჰურიათაჲსა დამცველ იყვნეს. ამათ მიერ ინებეს ცთუნებაჲ ერისაჲ ჰურიათა მათ, რაჲთა ემსგავსნენ ეშმაკსა ბირებითა ევაჲსითა მაცთუნებელსა ადამისსა, და ზოგად განარისხნეს იგინი მთავართა თანა ქალაქისათა, და მათ მიერ განასხნეს მოციქულნი არა ხოლო ქალაქისაგან, არამედ ყოველთაგანვე საზღვართაცა მათთა, რამეთუ ყოვლად განცოფებულ იყვნეს იგინი შურისა მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის