თარგმანი: მტუერი ფერჴთაჲ სახე არს შრომისაჲ, რომელი თავს-იდვეს მისლვასა მათდა; ამისთჳსცა მასცა განიყრიან, მცნებისაებრ უფლისა, რაჲთა არარაჲ თანაწარიტანონ მათ, არცაღა კნინ-ოდენი მტუერი ქუეყანისაგან მათისა, რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგებაჲ საღმრთოჲ, არამედ მათვე ზედა დასდვან ტჳრთი შრომისაჲ, რომელ ცუდ ყვეს მათთჳს დაშურომაჲ იგი ქადაგთა ქრისტესთაჲ. გარნა ვიეთიმე ურწმუნოდ დაშთომაჲ მორწმუნეთა მათ მოწაფეთა არარას სავნებელ ეყო, არამედ თჳთ ჭირსა მას ზედა და დევნულებასა მოძღუართასა ესრეთ ითქუმის მათთჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: და მოწაფენი იგი აღივსებოდეს სიხარულითა და სულითა წმიდითა. რამეთუ მაშინღა სცნობდეს, ვითარმედ არათუმცა უეჭუელ იყო ქრისტეს მიერ მიმთხუევაჲ ცხორებისა საუკუნოჲსაჲ, არა-მცა თავს-იღებდეს ქადაგნი მისნი მისთჳს ჭირთა და დევნულებათა. ხოლო ესევითარი გულისჴმის-ყოფაჲ ვერ-ვინაჲ მიემადლების კაცთა, თჳნიერ მიფენითა სულისა წმიდისაჲთა.
მოციქულთა საქმეები 13:52
51. ხოლო მათ ჩამოიბერტყეს ფეხიდან მტვერი და იკონიას მიაშურეს.52. მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმიდით.
მოციქულთა საქმეები თავი 13