თარგმანი: მკელობელი ესე ლუსტრას მყოფი, დაღაცათუ არა ფერჴითაცა, არამედ გონებითა მრთელ იყო. ამისთჳს ფრთხილად და სარწმუნოებით ისმენდა პავლესსა. რამეთუ სხუანი უძლურნი პირველ ჴორცითა განიკურნნიან და ეგრეთღა სულითა, ხოლო ამისსა სულიერსა სიმრთელესა შეუდგა ჴორცთაჲცა. ვინაჲცა პავლე, ვითარცა აღსავსე სულითა წმიდითა, ხედვიდა რაჲ სარწმუნოებასა შინაგან საუნჯეთა გულისა მისისათა მდიდრად და საცხორებელად, ამისთჳს ჴმითა დიდითა ჴმა-უყო: აღდეგ! რაჲთა ყოველსა ერსა ესმეს სასწაული იგი და მოიქცენ სარწმუნოებად, იხილონ რაჲ სახელითა იესუ ქრისტესითა აღდგომაჲ დავრდომილისაჲ, და არა ლიტონი სლვაჲ, არამედ ხლდომით სრბაჲ.
მოციქულთა საქმეები 14:10
9. ეს კაცი ყურს უგდებდა პავლეს, რომელმაც შეხედა მას და მიხვდა, რომ რწმენა და განკურნების იმედი ჰქონდა.10. ამიტომაც ხმამაღლა უთხრა: ფეხზე დადექი და გაიმართე! ისიც წამოხტა და სიარული დაიწყო.11. როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო.
მოციქულთა საქმეები თავი 14