მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 14:13

12. ამიტომ ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი - ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცი სიტყვისა.13. ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი.14. მაგრამ მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ეს რომ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს:
მოციქულთა საქმეები თავი 14
13. ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი.
თავი კ̂ბ. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა ლუსტრას შინა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო მღდელმან მან დიოს კერპისამან, რამეთუ იყო იგი მთავარი მის ქალაქისაჲ, კუროები და გჳრგჳნები ბჭეთა ზედა ქალაქისათა მოიღო ერისა მის თანა, და ეგულებოდა ზორვად. ესმა რაჲ ესე მოციქულთა, ბარნაბას და პავლეს, დაიპეს სამოსელი მათი და შეჴდეს ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო, რასა იქმთ ამას, რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი (14,13-15).:

თარგმანი: ვიდრემდის ერი იგი ჴმობდა, არარაჲ სიტყუა-უგეს, რამეთუ ლიტონად შფოთებად შეერაცხა, ხოლო რაჟამს მღდელი იგი დიოჲსი საქმით განემზადა დაკლვად კუროებისა, და დადგმითა გჳრგჳნისაჲთა ზორვად მოციქულთა, მაშინ დაიპეს სამოსელი მათი, არა თუ უწესოებით აღძრვითა, არამედ რაჲთა საზარელობითა საქმისაჲთა შეუძლონ დაპყრობად მქანარებასა ერისა აღძრულისასა, და რამეთუ ჩუეულებაჲცა იყო ისრაელთაჲ ამისსა ქმნად, ვითარ-იგი ისო და მის თანა მთავართა დაიპეს სამოსლები მეოტობასა5 ზედა და მოწყუედასა ერისასა კაცთა მიერ ქალაქისა გაისათა. და კუალად, ვითარ-იგი კაიაფა დაიპო სამოსელი, რაჲთა ქრისტესა დასწამოს ღმრთის-მგმობარ ყოფაჲ. გარნა, ვინაჲთგან არა წერით, არამედ მოპოვნებით მოეპოვა ესე ჰურიათა, ამისთჳს ეტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელნი თქუენნი. ესე უკუე არა-საბაძველი დაპებაჲ სამოსელთაჲ ჟამიერად იჴუმიეს მოციქულთა რაჲთა უჩუენონ ერსა ბრალი ღმრთის-მგმობრობისაჲ, ვითარმედ: ჩუენ თქუენსავე მსგავსად ვნებულნი კაცნი ვართ, ხოლო სასწაული ესე, რომელ გიკჳრს, არა ჩუენი არს, არამედ ღმრთისა, ყოველთა შემოქმედისაჲ. ესრეთ ყოველსა ადგილსა ევლტოდეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის