თარგმანი: ესრეთ ეტყჳან, ვითარმედ: რომელსა-ესე თქუენ ჰყოფთ ჩუენდა მომართ პატივად, ამას ჩუენ ამაოება და საცთურ უწოდთ. და ამისთჳს მოსრულ ვართ, რაჲთა დაგაყენნეთ არა ხოლო ჩუენდა ზორვად, არამედ არცაღა სხჳსა ვისსა ცუდ-სახელთა მათ ღმერთთა თქვენთაგანისა, რამეთუ ერთ არს მხოლოჲ ღმერთი, შემოქმედი ყოველთა ხილულთა და უხილავთაჲ, რომელი-იგი არაოდეს აიძულებს თჳთმფლობელობასა კაცთასა უნებლიეთ შედგომად მისსა, რამეთუ ნებსითსა ყოველსა შეუდგს მიღებაჲ სასყიდელისაჲ. ამისთჳს მან თავადმან მიუშუა პირველ წარსრულთა მათ ნათესავთა, ქმნად ნებასა გულთა მათთასა. და ამით გარდაჰმატა სახიერებაჲ თჳსი, რამეთუ განდგომილთა მათ მისგან ნაცვალად ტანჯვისა კეთილსა უყოფს უხუებით მინიჭებითა წჳმისა და ჰაერთა ნაყოფის გამომღებელთაჲთა, რომელსა ჰყოფს დღითი-დღე და ჟამითი-ჟამად, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ, რომელი აწ იპყრობს და ჰმართებს დაბადებულთა, იგივე არს შემოქმედი და დამბადებელი მათი.
მოციქულთა საქმეები 14:16
15. რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია,16. და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ.17. თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.
მოციქულთა საქმეები თავი 14