მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 15:15

14. სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით.15. მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია:16. „შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას,
მოციქულთა საქმეები თავი 15
15. მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია:
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო. ისმინეთ ჩემი. სჳმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოჰხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათჳს მისისა. და მას შეეტყუებიან სიტყუანი იგი წინაჲსწარმეტყუელთანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ამისსა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი დაცემული, და დამჴობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო, რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი, და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქუა უფალმან, რომელმან ქმნა ესე ყოველი, საცნაური საუკუნითგან (15,13-18).:

თარგმანი: ესე არს იაკობ ძეობითა იოსებისითა ძმაჲ უფლისაჲ და ეპისკოპოსი იერუსალემისაჲ, რომელი-ესე არა პეტრესებრ სიფიცხით, არამედ უმშჳდესად ეზრახების ერსა, რაჲთა ჩუენ ვისწავოთ, ვითარმედ უჴმს ეპისკოპოსსა, რაჲთა სიფიცხითი მხილებაჲ სხუათა ვიეთმე ათქუმიოს, ხოლო თჳთ სიმშჳდით, ვითარცა მამაჲ სახიერი, ეგრეთ ეზრახოს შვილთა სამწყსოჲსა თჳსისათა, რამეთუ აჰა კაცად და ძმად წოდებითა და მოჴსენებითა სიტყუასა მას სჳმეონ მოხუცებულისასა სიმშჳდით მოაჴსენებს მათ, ვითარ-იგი, რაჟამს მკლავთა მიიქუა უფალი, ჴმა-ყო წინაჲსწარმეტყუელებაჲ მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, ვითარმედ: "ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაელისაჲ," () რამეთუ ესე იყო ნათელი, ქრისტეს მიერ მიფენილი წარმართთა ზედა, რამეთუ მოყვანებულ იქმნნეს ღმრთისმეცნიერებად, ხოლო ვინაჲთგან წამებაჲ ესე სჳმეონისი ახალ იყო, უმეტესად სარწმუნო ჰყოფს მას, მის თანა შეტყუებითა ძუელისა მის ამისის მიერ თქუმულისა წინაჲსწარმეტყუელებისაჲთა, ვითარმედ: მას დღესა შინა, ესე იგი არს ქრისტეს განკაცებისასა, რომელი-იგი არს ამისსა შემდგომად (ესე იგი არს ძუელისა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის