თარგმანი: ვინაჲთგან ზემო განაცხადა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ წინა-მოსწავებულად წოდებაჲ წარმართთაჲ, აწ ჴელმწიფებით, ვითარცა ეპისკოპოსი და ძმაჲ უფლისაჲ, განაჩინებს სიტყუასა, მიერითგან შჯულად ეკლესიისა დადებულსა, რაჲთა არავისგან იძიებოდის სიმძიმე წინა-დაცუეთისაჲ, არამედ ესე ხოლო, რაჲთა არა ჭამდენ ნაზორევსა კერპთასა, და განეყენნენ სიძვისაგან და მშთვრისა და სისხლისა, რამეთუ ესენი ძუელსაცა შინა განგდებულ იყვნეს. ხოლო აწ ჩუენ არა ძუელისა მის შჯულისა ბრძანებასა ქუეშე ვართ, არამედ იაკობისსა და მოციქულთასა, და უპირატეს მათსა ქრისტესსა, რომლისაჲ არს სიტყუაჲ ესე მოკლე ზომითა და სრული ყოვლითა სათნოებითა, ვითარმედ: ყოველი რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყოფდით მათდა მიმართ; რამეთუ ამისდა დამოკიდებულ არონ შჯული და წინაჲსწარმეტყუელი.
მოციქულთა საქმეები 15:19
18. ღმერთისთვის უკუნისიდან ცნობილია ყოველი საქმე მისი.19. ამიტომ მე ამგვარად განვსჯი: ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას.20. არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს.
მოციქულთა საქმეები თავი 15