მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 15:23

22. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის.23. თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!24. რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის,
მოციქულთა საქმეები თავი 15
23. თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოირჩინეს კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაჲს თანა: იუდა, რომელსა ეწოდებოდა ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის. და დაწერეს ჴელითა მათითა ესრეთ: მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე ანტიოქიაჲთ და ასურეთით და კილიკიაჲთ კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანნი, გიკითხავთ. გიხაროდენ (15,22-23).:

თარგმანი: არა ლიტონნი კაცნი, არამედ რჩეულნი და წინამძღურად შერაცხილნი მათ შორის წარავლინნეს ანტიოქიად, სადა-იგი ეთესა მტერსა ღუარძლი. და მისცეს მათ წიგნი ზედა-წარწერილი ჴელითა ყოველთა იერუსალემს მყოფთა მორწმუნეთაჲთა, რომელსა შინა მოკითხვითა და გიხაროდენითა იწყებენ დასაბამსა სიტყჳსასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის