მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 15:26

25. ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად,26. რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის.27. ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით.
მოციქულთა საქმეები თავი 15
26. რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის.
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვინაჲთგან გუესმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ სიტყჳთა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდეს წინა-დაცუეთად და დამარხვად შჯულსა, რომელთადა ჩუენ არაჲ გუემცნო. აწ უკუე ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და მივლინებად თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბაჲს, საყუარელთა ჩუენთა, კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე (15,24-27).:

თარგმანი: ამიერ ვისწავებთ, ვითარმედ თჳნიერ ცნობისა მოციქულთაჲსა წარსრულ იყვნეს იერუსალემით ქადაგნი იგი წინა-დაცუეთისანი, რამეთუ, რაჟამს მოციქულნი წარავლინებდენ, ესოდენითა კრძალულებითა წარავლინებენ, ვითარ-ესე აწ არა კმა იყვნეს პავლე და ბარნაბა წარღებად წიგნისა მათისა, რაჲთა არა თქუან წინა-აღმდგომთა, ვითარმედ თჳთ დაუწერია წიგნი იგი პავლეს და ბარნაბას, ვითარცა წარმართთა ქადაგად განკუთნვილთა. ამისთჳს თანა-წარაყვანებენ ბარსაბას და შილას. და კუალად, რაჲთა არავინ ჰგონოს თუ არა მიანდვეს მსახურებაჲ იგი პავლეს და ბარნაბას, და ამისთჳს წარაყვანნეს კაცნი, წინა-განჰმართებენ იჭუსა ამას ქებითა ბარნაბაჲს და პავლესითა საყუარელ წოდებითა და ქრისტესთჳს წამებად განმზადებულ ყეფითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის