თარგმანი: თქუეს ვიეთმე მწვალებელთა, ვითარმედ დაკნინება სულისა არს სიტყუაჲ ესე, რომელ კაცთა თანა ჯერ-უჩნს მასცა. არამედ შენ, საყუარელო, მიიხუენ ჩემგან სამნი ისარნი კაპარჭთაგან წმიდათა წერილთაჲსა მოღებულნი, რომლითა სასიკუდინედ მოსწყლნე იგინი, და ჰრქუა: უკუეთუ სიტყჳთა ამით, ვითარმედ "ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა" — დააკნინებ სულსა წმიდასა, ჵ მბრძოლო სულისაო, ვითარმედ მონა არს მონათა თანა აღრიცხული იგი, ჟამი არს შენდა, რაჲთა თჳთ ღმერთი მამაჲცა სწორ კაცთა მონა ჰგონო სამთა ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ: "ჰრწმენა ერსა მას ღმრთისა მიმართ და მოსესსა" () და ვითარმედ "შეეშინა ერსა მას უფლისაგან და სამოელისაგან" () და ვითარმედ "მახჳლი უფლისაჲ და მახჳლი გედეონისი" (). ხოლო უკუეთუ სამნივე ესე — მოსე სამოელ და გედეონ — არა ვითარცა ერთ-პატივნი იჴსენებიან ღმრთისა თანა, არამედ ვითარცა მონანი მეუფისა თანა, ეგრეთვე აწ მოციქულთა თავნი თჳსნი აჴსენნეს სულისა წმიდისა თანა, ვითარცა ლიტონნი კაცნი სულისა თანა...
მოციქულთა საქმეები 15:28
27. ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით.28. ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია:29. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ!
მოციქულთა საქმეები თავი 15