თარგმანი: ვითარცა მსახურნი ქრისტესნი, არცაღა მგზავრ დააცადებდეს ქადაგებასა პავლე და ბარნაბა, რამეთუ თჳთ ხარებაჲ იგი წარმართთა მორევისაჲ ქადაგებაჲ იყო ჰურიათაგანთა მიმართ, რაჲთა არა ეშურებოდინ, არამედ უფროჲსღა უხაროდის მოქცევისათჳს წარმართთაჲსა. ესევე მიუთხრეს მოციქულთა იერუსალემს, რამეთუ თავთა თჳსთათჳს ამას ახარებდეს, ვითარმედ მისცა მათ ღმერთმან ძალი მოთმინებად ჭირთა და ქოლვათა, რომელნი-ესე უფროჲს სასწაულთასა შეერაცხნეს მათ, რაჟამს იტანჯებოდინ სახელისათჳს ქრისტესისა. ხოლო წარმართთათჳს ამას, ვითარმედ ღირს იქნნეს მოსლვად სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა.
მოციქულთა საქმეები 15:3
2. როდესაც პავლეს და ბარნაბას დიდი დავა და უთანხმოება მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის გამო იერუსალიმში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან.3. ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკია და სამარია გადაიარეს, წარმართთა მოქცევას აუწყებდნენ იქაურებს და დიდ სიხარულს ანიჭებდნენ ყველა ძმათაგანს.4. იერუსალიმს ასულნი მიიღეს ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად.
მოციქულთა საქმეები თავი 15