მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 15:5

4. იერუსალიმს ასულნი მიიღეს ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად.5. მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული.6. მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები.
მოციქულთა საქმეები თავი 15
5. მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული.
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-დაიცჳთოთ შჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად. და ვითარ-იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა-მცირედი პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალემდ ამის ცილობისათჳს (15,1-2).

თარგმანი: რომელმან-იგი წინაჲსწარ უწყის ყოველი, წინაჲსწარ-მცნობელობამან სულისამან, მანვე ასწრაფა აწ პავლეს და ბარნაბას მოქცევაჲ ანტიოქიად, და მრავალ ჟამ ყოფაჲ მოწაფეთა მათ თანა სიდიდისათჳს მის ქალაქისა, რაჲთა მზად დახუდენ იგინი იერუსალემით მომავალთა განმდრეკელთა წინა-განწყობად ძლიერებითა სიტყუათა თჳსთაჲთა. ხოლო წინააღმდგომნი იგი იყვნეს ახალ-მორწმუნენი ვინმე ფარისეველთაგანნი, რომელნი წინაუკუმო ქადაგებდეს, რამეთუ არა წინა-დაუცუეთელობითა, არამედ წინა-დაცუეთილებითა ოდენ შეუძლებელ იყო ცხორებაჲ. ამისთჳსცა ჯეროვნად ყვეს მყოფთა ანტიოქიისათა არა ლიტონთაჲ ვიეთიმე, არამედ პავლეს და ბარნაბაჲს წარვლინებაჲ იერუსალემდ, გამოძიებად საქმისა ამის წინაშე მოციძულთა, რამეთუ მაშინდელნი იგი მორწმუნენი არა მსგავს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის