მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 16:12

11. ტროადან გემით გავედით და პირდაპირი სვლით მივადექით სამოთრაკეს, ხოლო მეორე დღეს - ნეაპოლისს,12. იქიდან კი - ფილიპეს, მაკედონიის ამ მხარის მთავარ ქალაქ-კოლონიას, სადაც დავყავით რამდენიმე დღე.13. შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს.
მოციქულთა საქმეები თავი 16
12. იქიდან კი - ფილიპეს, მაკედონიის ამ მხარის მთავარ ქალაქ-კოლონიას, სადაც დავყავით რამდენიმე დღე.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
აღვჴედით ნავსა ტროადას და მართლ მივისწრაფეთ სამუთრაკედ და ხვალისაგან ახალქალაქად და მიერ ფილიპედ, რომელი-იგი არს პირველი ნაწილი მაკედონიისაჲ, ქალაქი კოლონიაჲ, ხოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდეთ დღეთა რავდენთამე (16,11-12).:

თარგმანი: სამოელთა და თრაკელთაგან ზოგად სამუთრაკ ეწოდების ჭალაკსა მას, რომელი არს თრაკით კერძო, რომელსა პირველ დარდანია ეწოდებოდა და უკუანაჲსკნელ სამუთრაკედ შეიცვალა. ხოლო ფილიპე ქალაქი არს მაკედონიისაჲ, რომლისა სახელი არა დედლად ითქუმის მსგავსად ჩუეულებისა ქალაქთა და ქუეყანათაჲსა, ვითარმედ ფილიპიაჲ, არამედ მამლად, ვითარმედ ფილიპპოჲ, რამეთუ ესრეთ იხილა სიზმრივ ვრუტოს ვინმე კაცმან ელენთაგანმან სიზმარსა შინა კაცი რაჲმე, გარეგან წესისაჲ სიდიდითა, და ვითარცა ჰკითხვიდა, ვითარმედ ვინ არს, მიუგო საოცარმან მან და ჰრქუა: მე შენი ესე ეშმაკი, ჵ ვრუტე, ბოროტად მიხილო ფილიპპოელთა ზედა. ვინაჲცა მომავალსა წელიწადსა გარეშეიცვნა ფლიპპელნი ანტონინე კეისარმან და მიერითგან ოცნებისაებრ ეშმაკისა მამლად იტყჳან სახელსა მის ქალაქისასა, ვითარმედ ფილიპპე. აწ უკუე ნეაპოლი ხრისტოპოლიდ წოდებულ არს, და არს იგი ქუეყანასა მაკედონიისასა, ხოლო ფილიპპე არს დედაქალაქი მაკედონიისაჲ. ამისთჳს პირველ ნაწილ უწოდიან და კოლონია სახელ-ედების სიდიდისათჳს და მთავრობისა სხუათაჲსა, რამეთუ კოლონი უწოდიან სიტყჳთა გარეშეთაჲთა ყოველსა ბორცუსა და მთასა მაღალსა. ხოლო თჳთ საკუთარი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის