თარგმანი: არა ხოლო შესაკრებელთა, არამედ სხუათაცა თჳსაგან მყუდროთა ადგილთა განაჩინებდიან ჰურიანი ადგიდ ლოცვისა, ვითარ-ესე აწ აქა ფილიპპეს შინა. საგონებელ არს, ვითარმედ შესაკრებელიცა არავე აქუნდა. ამისთჳს ღონედ მოეპოვა ადგილი იგი მდინარის კიდისაჲ, ვითარცა გარეგანი შფოთთაგან ქალაქისათა, რამეთუ ვინაჲთგან უსრულ იყო გულისჴმის-ყოფაჲ ჰურიათაჲ, ამისთჳს ადგილთა შინა შემოწერილად ჰგონებდეს ღმერთსა, და მუნ მხოლოდ საგონებელ უჩნდა მის მიერ ლოცვათა შეწირვაჲ, სადა-იგი განეჩინის მათ ადგილი სალოცველი. ამისთჳს პავლე მოწფებითურთ, რეცა ვითარცა ჰურიაჲ, განვიდა მუნ დღესა შაბათთასა, რამეთუ ყოველსა უქმსა დღესასწაულსა შაბათ უწოდდიან. ამისთჳს პოვა ჟამად მარჯუედ უქმებაჲ იგი, რაჲთა ასწავოს დედათა მუნ მისრულთა და მოცალეთა უქმებისათჳს დღისა მის. ესრეთ ვითარცა ჰურიათაგანი დაჯდა მოქცევად ჰურიათა სარწმუნოებასა ქრისტესსა.
მოციქულთა საქმეები 16:13
12. იქიდან კი - ფილიპეს, მაკედონიის ამ მხარის მთავარ ქალაქ-კოლონიას, სადაც დავყავით რამდენიმე დღე.13. შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს.14. ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები.
მოციქულთა საქმეები თავი 16