თარგმანი: იხილე ძალი საჴმართმოყუარებისაჲ, რომელი დააბრმობს ხედვად ამის სასწაულისა, რამეთუ უმჯობეს უჩნდა ეშმაკეულ ყოფაჲ მჴევლისაჲ, ვიდრე დაკლებაჲ სარეწავისაჲ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ არცაღა თჳთ მათ წარმართთა ჰრწმენა სიტყუაჲ ეშმაკისაჲ. ამისთჳს არა მას იტყჳან, რომელი-იგი მან თქუა, ვითარმედ: ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი; რამეთუ ესე ეშმაკთაცა უწყიან, ვითარმედ ღმერთ მაღალ არს და არა ლიტონ კაც ჯუარ-ცუმული იგი ჴორცითა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელსა ქადაგებდა პავლე ვითარცა მონაჲ ერთგული მეუფისა თჳსისაჲ; არამედ ესრეთ იტყჳან: "ესე კაცნი", რამეთუ დაღაცათუ პავლე ქმნა სასწაული იგი, არამედ მათ შილაცა შეიპყრეს მის თანა და უწოდენ მათ გარდამაქცეველ და აღმძრველ ქალაქისა, ვითარმცა განაყენებდეს წარმართთა მონებისაგან ჰრომთაჲსა და აწუევდეს შედგომად შჯულსა ჰურიათასა. ამისთჳს ჰურიაობაჲ დასდვეს ბრალად მათდა, რაჲთა უმეტეს აღაბორგნენ მთავარნი იგი ჰრომთანი მათ ზედა.
მოციქულთა საქმეები 16:21
20. რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს;21. გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს.22. მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოიხიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
მოციქულთა საქმეები თავი 16