თარგმანი: შფოთებისა მის ერისა დასაცხრომელ ყვეს ერისთავთა მათ მოპებაჲ იგი სამოსელთაჲ და ცემით წყლულებათა დასხმაჲ მოციქულთა ზედა, ხოლო რაჟამს ამით მოამდოვრნეს განძჳნებულნი იგი, მერმე საპყრობილედ მისცნეს, რაჲთა სხუასა ჟამსა გამოიკითხონ საქმე მათი; არამედ მცნებაჲ იგი კრძალულებით დაცვისაჲ და უშინაგანესსა საპყრობილესა დასხმაჲ ჴუნდითა ამისთჳს ყვეს, რამეთუ უწყოდეს მათთჳს, ვითარმედ ზეშთ არიან საზომსა კაცთასა და შემძლებელ საკჳრველებით განრომად. ხოლო ღმერთმან მიუშუა ქმნად ამის ყოვლისა, რაჲთა უმეტესითა საკჳრველებითა ადიდნეს მისთჳს პყრობილნი იგი.
მოციქულთა საქმეები 16:22
21. გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს.22. მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოიხიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.23. ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.
მოციქულთა საქმეები თავი 16