თარგმანი: ნუ-უკუე და ცნეს მთავართა მათ სასწაული იგი; ამისთჳს მიუმცნეს მესაპყრობილესა განტევებაჲ მათი, რაჲთა წარვიდენ.
მოციქულთა საქმეები 16:36
35. გამთენიისას მთავრებმა მსახურები გაუგზავნეს და შეუთვალეს, ის კაცები გაუშვიო.36. დილეგის მცველმა ეს ამბავი შეატყობინა პავლეს და უთხრა: მთავრებს თქვენი გაშვება უბრძანებიათ; მაშ, გამოდით და წადით მშვიდობით.37. მაგრამ პავლემ შეუთვალა მათ: ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, მთელი ხალხის თვალწინ გაუსამართლებლად გაგვჯოხეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი მალულად სურთ ჩვენი გაშვება? ეგრე კი არა, არამედ მოვიდნენ და თვითონვე გამოგვიყვანონ.
მოციქულთა საქმეები თავი 16