თარგმანი: ფრიგჳაჲ ორი ქუეყანაჲ არს: პირველი -შუენიერ და დიდ, რომელსა შინა მიდას მეფობდა და კერძოჲ მისი გალატელთა ეპყრა; ხოლო მეორე — მცირე, რომელ-იგი არს ელისპონტოჲთ და ულუმბოჲთ კერძო, რომელსა ეპიკტიტოდცა უწოდენ და ამიერ ეწოდების ფრჳგელ და მჳსელ. ხოლო გალატელ არიან მკჳდრნი კელტო გალატიისანი, რომელნი მრავალ წელ შეცთომილ იყვნეს, და სამ ნაწილად დაწვალებულთა ესოდენადვე განყვეს ქუეყანაჲ იგი მეფეთა ქუეშე ატტალიკელთა და ბითჳნიელთა. და დაწვალებულსა მას სოფლებსა ტალანტია სახელ-სდვეს. ამას სოფლებსა რაჲ მოჰვლიდეს მოციქულნი, დაყენებულ იქმნნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყუად სიტყუასა მას უფლისასა ასიას შინა, რამეთუ არარას იქმოდეს თჳნიერ სულისა მიერ წმიდისა ბრძანებითა. ამისთჳს, სადა უბრძანის, ქადაგიან, და სადა დააყენნის, ეგრეთცა გამოუძიებელად ჰმორჩილობდიან ბრძანებასა მისსა, რაჲთა ჩუენ გუასწავონ დუმილით მორჩილებაჲ ბრძანებათა ღმრთისათაჲ და არღარას გამოკულევაჲ ძალსა განგებულებათა მისთასა.
მოციქულთა საქმეები 16:6
5. ეკლესიები კი მტკიცდებოდნენ რწმენით და მრავლდებოდნენ ყოველდღიურად.6. ფრიგია და გალატელთა ქვეყანა რომ მოიარეს, სულმა წმიდამ აუკრძალა ასიაში ექადაგათ სიტყვა.7. მისიას რომ მიაღწიეს, ბითვინიაში დააპირეს წასვლა, მაგრამ სულმა არ დართო ნება.
მოციქულთა საქმეები თავი 16