თარგმანი: მარადის მცირეთა ქალაქთა თანა-წარჰჴდებოდეს და დიდთა მიმართ მივიდოდეს მოციქულნი, რაჲთა მიერ, ვითარ წყაროჲსაგან, ყოველთა გარემოთა ადგილთა მომრწყველ იქმნნენ საღმრთოჲთა ქადაგებითა. ვითარ-ესე აწ განვლეს ამფიპოლი, რომელ არს ქალაქი მაკედონიისაჲ თრაკიით კერძო, რომელსა ამფიპოლი ამისთჳს უწოდიან, რამეთუ ორად განიყოფვის შორის მისსა მდინარეობითა სტრჳმნო მდინარისაჲთა, რამეთუ ამფიპოლი მრჩობლ ქალაქად გამოითარგმანების. და კუალად, აპოლონიაჲ არს ქალაქები ოც და ხუთი, რომელი-იგი მესამე ნაწილი არს მაკედონიისაჲ. ესე ორნივე განვლნეს მოციქულთა და მიიწინეს თესალონიკედ. თესალონიკე არს ქალაქი მაკედონიისაჲ, რამეთუ ამიერ სძლო თეტტალოელთა ფილიპე ამჳნტოსმან და ამისთჳს უწოდა მას თეტტალონიკე, რომელ არს თეტტალოელთა მძლე. ამას ქალაქსა შინა დაიყოვნეს მოციქულთა. ამისთჳს სამსა შაბათსა მივიდეს პავლე შესაკრებელსა ჰურიათასა, რამეთუ დაღაცათუ ჰრქუა მათ — "აჰა მივიქცევით წარმართთა მიმართ", არამედ ვერვე უგულებელს-ჰყოფდა მათ ჩუეულებისაებრითა მით მჴურვალითა სიყუარულითა ძმობისა მათისაჲთა, რომლისათჳს ილოცვიდა თავსა თჳსსა შეჩუენებულ-ყოფად ქრისტესგან, უკუეთუმცა ოდენ იგინი...
მოციქულთა საქმეები 17:1
1. ამფიპოლისი და აპოლონია გადაიარეს და თესალონიკეში ჩავიდნენ, სადაც იყო იუდეველთა სინაგოგა.2. პავლე, ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა წერილიდან;
მოციქულთა საქმეები თავი 171. ამფიპოლისი და აპოლონია გადაიარეს და თესალონიკეში ჩავიდნენ, სადაც იყო იუდეველთა სინაგოგა.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ. და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათდა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან, გამოუთარგმანებდა მათ და წინა-დაუდებდა, რამეთუ ქრისტესსა ჯერ-იყო ვნებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით, და ვითარმედ ესე არს იესუ ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქუენ (17,1-3).:
სრულად ნახვაჰომილია 1
1. სარწმუნოების საქმე და სიყვარულის შრომა:
სრულად ნახვა...და მას საკმარისი თავდებობაც მოსთხოვეს. და, როგორც წერილი ამბობს, „და მოჰჴადეს თავს-მდები იასონს, და მაშინ-ღა განუტევნეს იგინი" (); შემდეგ კი: „ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად" (). ნუთუ ეს მცირეა, მითხარი? განა თავისი თავიც მის ნაცვლად საფრთხის ქვეშ არ დადო? ამას უწოდებს სიყვარულის შრომას, რადგან ისინი ასე იყვნენ შეკავშირებულნი.
2. ჭირში სიხარული და უფლის მიბაძვა
და იხილე: ჯერ მათი ღვაწლის საქმეებს ამბობს, შემდეგ კი თავისას, რათა არ გამოჩნდეს, თითქოს თავს იდიდებს, ანდა წინასწარი მიკერძოებით უყვარს ისინი. და „მოთმინებასა" (), — ამბობს. რადგან ის დევნა ერთ ხანს კი არ მომხდარა, არამედ მუდამ გრძელდებოდა; და არც მხოლოდ მოძღვარ პავლეს ებრძოდნენ, არამედ მოწაფეებსაც. თუ მათ, სასწაულთა მოქმედებ...