თარგმანი: პირველად უკუე სახისა მისგან სამსახურებელისა მათისა ასწავებს, ვითარმედ რომელსა-იგი უმეცრებით ჰმსახურებთ ცუდ-სახელთა ღმერთთა, მიერ ჭეშმარიტისა ღმრთისა მსახურებად მოგიყვანებ. რამეთუ ღმერთ ჭეშმარიტ იგი არს, რომელი არა ხოლო თჳთ დაუბადებელ, არამედ ყოველთა დამბადებელ იყოს, მპყრობელ და განმგებელ. ამით სიტყჳთა ჴელით ქმნულობასა კერპთასა ჰბასრობს და ეპიკურელთა საცთურსა დაჰჴსნის, რომელნი ზრახვიდეს თავით თჳსით მყოფობასა და განუგებელ ყოფასა არსთასა. ამისსა შემდგომად გარე-შემოუწერელობასა ღმრთისასა ქადაგებს და მისითა არა-მოქენეობითა კერპთა ჰბასრობს, რომელნი-იგი კაცობრივთა ჴელთა მოქენე არიან შემოქმედად და აღმმართებელად თჳსა. ხოლო ჭეშმარიტისა ღმრთისა საცნაურებაჲ ორითავე ამით იქმნების, რამეთუ იგი არა ვისსა მოქენე არს რაჲსამე, და უფროჲსღა, რამეთუ იგი მისცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა, ვითარცა ზოგად სულისა და ჴორცთა დამბადებელი და ყოვლით-კერძო ყოველთა მპყრობელი და მმართებელი. ამიერ დაემჴობვის პლატონის და ყოველთა წარმართთა სიბრძნისა განლაღებულებაჲ, რამეთუ რომელსა იგინი მოგონებადცა ვერ შემძლებელ იქმნნეს, ესე ქრისტეანეთა უწიგნოთა და სოფლიოთაცა...
მოციქულთა საქმეები 17:24
23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით.24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს.25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
მოციქულთა საქმეები თავი 17