თარგმანი: მარადის მცირეთა ქალაქთა თანა-წარჰჴდებოდეს და დიდთა მიმართ მივიდოდეს მოციქულნი, რაჲთა მიერ, ვითარ წყაროჲსაგან, ყოველთა გარემოთა ადგილთა მომრწყველ იქმნნენ საღმრთოჲთა ქადაგებითა. ვითარ-ესე აწ განვლეს ამფიპოლი, რომელ არს ქალაქი მაკედონიისაჲ თრაკიით კერძო, რომელსა ამფიპოლი ამისთჳს უწოდიან, რამეთუ ორად განიყოფვის შორის მისსა მდინარეობითა სტრჳმნო მდინარისაჲთა, რამეთუ ამფიპოლი მრჩობლ ქალაქად გამოითარგმანების. და კუალად, აპოლონიაჲ არს ქალაქები ოც და ხუთი, რომელი-იგი მესამე ნაწილი არს მაკედონიისაჲ. ესე ორნივე განვლნეს მოციქულთა და მიიწინეს თესალონიკედ. თესალონიკე არს ქალაქი მაკედონიისაჲ, რამეთუ ამიერ სძლო თეტტალოელთა ფილიპე ამჳნტოსმან და ამისთჳს უწოდა მას თეტტალონიკე, რომელ არს თეტტალოელთა მძლე. ამას ქალაქსა შინა დაიყოვნეს მოციქულთა. ამისთჳს სამსა შაბათსა მივიდეს პავლე შესაკრებელსა ჰურიათასა, რამეთუ დაღაცათუ ჰრქუა მათ — "აჰა მივიქცევით წარმართთა მიმართ", არამედ ვერვე უგულებელს-ჰყოფდა მათ ჩუეულებისაებრითა მით მჴურვალითა სიყუარულითა ძმობისა მათისაჲთა, რომლისათჳს ილოცვიდა თავსა თჳსსა შეჩუენებულ-ყოფად ქრისტესგან, უკუეთუმცა ოდენ იგინი...
მოციქულთა საქმეები 17:3
2. პავლე, ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა წერილიდან;3. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და აღმდგარიყო მკვდრეთით; ეს არის იესო ქრისტე, რომელსაც მე გახარებთო.4. ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლეს და სილას, ისევე, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არცთუ ცოტა დიდგვაროვანი ქალი.
მოციქულთა საქმეები თავი 17