თარგმანი: ვითარცა ჯერეთ ჩჩჳლთა, არა ყოველსავე ძალსა ღმრთისმეტყუელებისასა ანუ საიდუმლოსა ქრისტეს განკაცებისასა მიუთხრობს პავლე ათინელთა, არამედ ამას ოდენ კმა-იყოფს ჟამისად, რაჲთა აუწყოს, ვითარმედ არარაჲ ხილულთა და გარეშემოწერილთა და ნივთიერთაგანი არს ღმერთ, არამედ უზეშთაესი ყოველთა ცნობათა და მოგონებათაჲ და მიზეზი ყოველთა ცხორებისაჲ, რომელი სულგრძელებს უმეცრებასა ზედა კაცთასა, ვიდრემდის სოფელსა ამას იყვნენ. ხოლო მუნ განუჩინებიეს დღე, რომელსა შინა განიკითხავს სოფელსა სიმართლით და მიაგებს კაცად-კაცადსა საქმეთაებრ. ესრეთ უკუე სულგრძელებათა ღმრთისათა მითხრობითა სასოებაჲ მისცა მოქცევისა და სინანულისაჲ, ხოლო აწ დღისა მის სასჯელისა მოჴსენებითა შეაძრწუნებს მათ, ვითარმედ: არა თუ მოიქცენ, მახჳლი მისი ლესულ არს. და ესე კმა იყო ღმრთისმეტყუელებისათჳს. ხოლო ქრისტეს განგებულებისათჳს სიმდაბლით იტყჳს და კაცად უწოდს ღმრთივ-განჩინებულად, მსაჯულად ცხოველთა და მკუდართა, რამეთუ უმაღლესსა ვერღა რას დაიტევდეს ახალ-მოსწავლენი იგი. გარნა ამას დაუმტკიცებს, ვითარმედ სიტყუაჲ განკაცნა და ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა თჳსთაჲ მკუდრეთით აღდგომითა სარწმუნო ყო, რაჟამს...
მოციქულთა საქმეები 17:31
30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ.31. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი.32. მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერთმა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო.
მოციქულთა საქმეები თავი 17