თარგმანი: ზემო თქუმულთა მათ მორწმუნეთაგანი არს უცხოთ შემწყნარებელი ესე მოციქულთაჲ იასონ, რომლისათჳს დასწერს პავლე ჰრომაელთა მიმართ: გიკითხავს თქუენ ტიმოთე, თანა-შემწე ჩემი, და ლუკიოს და იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი. ნათესავ უწოდს, რამეთუ მობაძავ იყვნეს სათნოებათა მისთა. ამან იასონ ახოვნებითა სულისაჲთა განარინა პავლე და თავი თჳსი მისცა მის წილ, რომელი წარითრიეს ჰურიათა და მის თანა ძმებითურთ მორწმუნით მიიზიდვიდეს მთავართა მიმართ ქალაქისათა. და დასდვეს ბრალი ესევითართა კაცთა შემწყნარებლობისაჲ, რომელნი კეისრისა წილ მეუფებასა ქრისტესსა ქადაგებენ. უკუეთუ სიტყჳსაებრ თქუენისა მკუდარ არს და არა აღდგომილ არს ქრისტე, რაჲსა გეშინის, ჵ უშჯულონო, კაცისაგან მკუდრისა? გარნა თუ ცხად არს, ვითარმედ დაღაცათუ უშჯულოებით ჰფარავთ, გარნა ეგრეთცა უწყით, ვითარმედ ცხოველ არს და აღდგომილ მკუდრეთით, და რომელსა-ესე თქუენ აღშფოთებად უწოდთ, ჭეშმარიტად განფენითა ქადაგებისა მისისაჲთა დაიპყრობს იგი კიდეთა ყოვლისა სოფლისათა, ჴმისა მისებრ საწინაჲსწარმეტყუელოჲსა.
მოციქულთა საქმეები 17:6
5. მაგრამ შეშურდათ იუდეველებს, მოედნიდან მოიყვანეს ვიღაც უკეთური კაცები, შეყარეს ბრბო და აბორგებდნენ ქალაქს; იასონის სახლს მიადგნენ და მოითხოვეს ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი.6. რაკიღა მათ ვერ მიაგნეს, იასონი და ზოგიერთი ძმა ქალაქის მთავრებთან მიათრიეს და თან ყვიროდნენ: ქვეყნის ამრევნი აქაც მოსულან;7. იასონმა კი შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის განკარგულებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს.
მოციქულთა საქმეები თავი 17