თარგმანი: ვითარ საგონებელ არს, მშჳდ და მიმშუებელ იყო ღალიოს, და ამისდა განცხადებად დასწერს ლუკა, ვითარმედ: სადა-იგი უმეტესი წესიერებაჲ ჯერ-იყო — წინაშე საყდრისა მისისა, მუნ არა სირცხჳლ უჩნდა მას ცემაჲ ურთიერთას, რამეთუ შემდგომად შესმენისა ეგულებოდა რაჲ პავლეს, რაჲთა აღაღოს პირი და განიმართლოს თავი, უსწრო მთავარმან ღალიოს და თქუა ჰურიათა მიმართ, ვითარმედ: უკუეთუმცა სამოქალაქოთა რათმე წესთა მავნებელ და შემცოდე იყო პავლე, ვწუართე-მცა იგი, ვითარ-ეგე თქუენ ითხოვთ, ჵ ჰურიანო, ხოლო საქმეთა შჯულისა თქუენისათა მე არა მნებავს ზრუნვაჲ. ესე რაჲ ესმა გარემოჲს მდგომთა, სცემდეს სოსთენის და იტყოდეს კსინვით: უკუეთუ არა გჳვის მსაჯული, — არცა განმკითხველი უწესოებისაჲ; რაჲ გუაყენებს, რაჲთა ვსცემდეთ და ვიცემებოდით ურთიერთას! არამედ ღალიონ არცა ეგრეთ აღიძრა ზრუნვად მათდა. ნუ-უკუე და ამისთჳსცა სცემდეს სოსთენის, რამეთუ შეეწეოდა პავლეს და დააყენნა იგინი მკლველობისაგან. ხოლო საგონებელ არს, ვითარმედ მასვე ზემო-წერილსა კრისპოსს ეწოდებოდა სოსთენიცა, რამეთუ დაღაცათუ სახელნი ორ, არამედ პატივი ერთ არს შესაკრებლის-მთავრობაჲ, რომელი მუნ მორწმუნე იქმნა, ხოლო აქა...
მოციქულთა საქმეები 18:14
13. ეს კაცი, ამბობდნენ ისინი, არწმუნებს ხალხს რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანებოდნენ ღმერთს.14. როდესაც პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: ეს რომ დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, იუდეველნო, მაშინ მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის.15. მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენვე მიხედეთ: მე არა ვარ ამის მსაჯული.
მოციქულთა საქმეები თავი 18