მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 18:18

17. მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე და სამსჯავროს წინ ჰგვემეს, მაგრამ გალიონი სულაც არ შეუწუხებია ამას.18. ხოლო პავლე კარგა ხანს დარჩა იქ, მერე კი დაემშვიდობა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად გემით გაემართა სირიისაკენ; კენქრეაში თმა შეიკვეცა, ვინაიდან აღთქმა დაედო.19. ეფესოს რომ მიაღწია, თანამგზავრები იქ დატოვა, თვითონ კი სინაგოგაში შევიდა და იუდეველებს გაესაუბრა.
მოციქულთა საქმეები თავი 18
18. ხოლო პავლე კარგა ხანს დარჩა იქ, მერე კი დაემშვიდობა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად გემით გაემართა სირიისაკენ; კენქრეაში თმა შეიკვეცა, ვინაიდან აღთქმა დაედო.
თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო პავლე და-ვე-ღა-ადგრა მუნ მრავალ დღე ძმათა თანა და მერმე იჯმნა და განვიდა ნავითა ასურეთად, და მის თანა პრისკილა და აკჳლა (18,18).:

თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ სიტყჳსაებრ უფლისა ვერარაჲ შეუძლეს ვნებად პავლესსა სამშჯავროდ წარდგინებითა. ამისთჳს რაოდენ სთნდა, დაადგრა კორინთეს შინა ნუგეშინის-საცემელად ძმათა. და ესრეთ წარვიდა ასურეთად, ვინაჲ-იგი შევედრებულ იყო ძმათა მიერ ლოცვით ღმრთისადა. და მის თანა წარჰყვეს აკჳლა და პრისკილა, რამეთუ ვერღარა უძლეს განშორებად მისგან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის