თარგმანი: ეფესოს შინა დაუტევნა აკჳლა და პრისკილა, რაჲთა ასწავებდენ ერსა, რამეთუ მრავალი ჟამი დაეყო მათ პავლეს თანა და განსწავლულ იყვნეს არა თჳთ ოდენ, არამედ მოძღურადცა და მასწავლელად სხუათა. იხილე, ვითარ დედაკაციცა ასწავებს ერსა, პრისკილა, ცოლი აკჳლაჲსი. ხოლო მოციქული იჯმნიდა ეფესელთაგან და აღუთქუმიდა კუალად მიქცევასა მათდა; არა კაცობრივ-რაჲმე სილაღით, არცა წინაჲსწარმეტყუელებით, არამედ მინდობითა ნებისა ღმრთისაჲთა ყო აღთქუმაჲ იგი და ისწრაფა წარსლვად, რაჲთა იერუსალემს დაემთხჳოს აღსრულებად დღესასწაულსა პასექისასა.
მოციქულთა საქმეები 18:20
19. ეფესოს რომ მიაღწია, თანამგზავრები იქ დატოვა, თვითონ კი სინაგოგაში შევიდა და იუდეველებს გაესაუბრა.20. მაგრამ, როდესაც სთხოვეს, მეტ ხანს დარჩიო, არ დათანხმდა,21. არამედ დაემშვიდობა და უთხრა მათ: მოახლოებულ დღესასწაულზე უთუოდ იერუსალიმში უნდა ვიყოო; თუ ღმერთმა ინება, კვლავ დავბრუნდები თქვენთანო; და ეფესოდან გაემგზავრა.
მოციქულთა საქმეები თავი 18