თარგმანი: რომელნი ქალაქი წარევლნეს, იგივე უკმოვლნა, რაჲთა, ვითარცა მუშაკმან კეთილმან, მოიხილოს ჯეჯლი სიტყუათა თჳსთა თესლისაჲ, ღუარძლი აღმოჰფხურას და შერყეული განამტკიცოს.
მოციქულთა საქმეები 18:22
21. არამედ დაემშვიდობა და უთხრა მათ: მოახლოებულ დღესასწაულზე უთუოდ იერუსალიმში უნდა ვიყოო; თუ ღმერთმა ინება, კვლავ დავბრუნდები თქვენთანო; და ეფესოდან გაემგზავრა.22. კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმს ეწვია, მოიკითხა ეკლესია და ანტიოქიაში ჩავიდა.23. ერთხანს იქ დაჰყო, შემდეგ წამოვიდა და ჯერ გალატია დაიარა, მერე კი - ფრიგია, და განამტკიცებდა ყველა მოწაფეს.
მოციქულთა საქმეები თავი 18