მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 18:28

27. აქაიას წასვლა რომ დააპირა, ძმებმა გაამხნევეს და მოწაფეებს მისწერეს, რომ კარგად მიეღოთ; ხოლო როდესაც მივიდა, დიდად შეეწია მორწმუნეებს მადლით.28. რადგანაც ხალხის წინაშე დაუნდობლად ამხილებდა იუდეველებს და წერილის მიხედვით ამტკიცებდა, რომ სწორედ იესოა ქრისტე.
მოციქულთა საქმეები თავი 18
28. რადგანაც ხალხის წინაშე დაუნდობლად ამხილებდა იუდეველებს და წერილის მიხედვით ამტკიცებდა, რომ სწორედ იესოა ქრისტე.
თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ. და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღსლვად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ, რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ (18,26-28).:

თარგმანი: განგებულებით დაუტევნა მოციქულმან აკჳლა და პრისკილა კორინთეს შინა მოძღურად აპოლოჲსა, რამეთუ მიერითგან კორინთეს მკჳდრობდეს; რომელთათჳს მრავალთა ქებათა მისწერს მოციქული ჰრომაელთა მიმართ, რომლისა მიერ საგონებელ არს , ვითარმედ შემდგომად კლავდის სიკუდილისა, რომლისა მიერ განჴდილ იყვნეს, კუალად იქცეს ესენი მუნვე ჰრომედ. და ესე —უკუანაჲსკნელ. ხოლო აწ, ჯერეთ კორინთეს ყოფასა მათსა, ესმა რაჲ აპოლოჲსი კადნიერებით ქადაგებაჲ შესაკრებელთა შორის, მიუწოდეს მათდა და სრულ-ყვეს იგი უნაკლულოდ ცნობად ყოვლისა, რაოდენი მათ ესწავა პავლეს მიერ, რომელმან-იგი მათ თანა მეპრატაკეობითა მეპრატაკენი იგი მოძღუარ ერთა და ქალაქთა ყვნა, რამეთუ ესე იცოდა აპოლო, რაოდენი წინაჲსწარმეტყუელთაგან წინა-მოსწავებულ იყო ქრისტესთჳს, და რაოდენი იოვანესგან ასმიოდა, რაჟამს უწოდდა მას კრავ ღმრთისა, ამხუმელ ცოდვათა სოფლისათა და სიძე და უძლიერეს მისსა და სხუაჲ მრავალი. ხოლო ესე აკჳლაჲს და პრისკილაჲსგან ისწავა, ვითარმედ ესე იყო მიზეზი ქრისტეს მოსლვისაჲ, რაჲთა მტერობაჲ დაჰჴსნას და ბრძოლაჲ განაქარვოს, სიკუდილი დაჰჴსნას და ჯოჯოხეთი წარმოტყუენოს, მკუდარნი აღადგინნეს და მის თანა ზეცად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის