მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 18:9

8. სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა მთელი თავისი სახლეულითურთ ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, პავლეს რომ უსმენდა, ირწმუნა და ნათელ იღო.9. ერთ ღამეს უფალმა ჩვენებით უთხრა პავლეს: ნუ გეშინია, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები,10. ვინაიდან მე შენთანა ვარ და ხელსაც ვერავინ გახლებს, რადგანაც ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.
მოციქულთა საქმეები თავი 18
9. ერთ ღამეს უფალმა ჩვენებით უთხრა პავლეს: ნუ გეშინია, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები,
თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და ჰრწმენა და ნათელს-იღებდეს ჰრქუა უფალმან ჩუენებით ღამე პავლეს: ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმი, რამეთუ მე ვარ შენ თანა და არავინ შეუძლოს ბოროტის-ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა (18,8-10).:

თარგმანი: მარადის სწორ არს ხილვაჲ იესუჲსი, მღჳძარესა თუ ეჩუენოს გინა მძინარესა, ვითარ-ესე აწ, იხილა რაჲ, ვითარმედ მრავალნი მკჳდრნი კორინთისანი მოსლვად იყვნეს სარწმუნოებად, ამისთჳს ძილსა შინა ღამე ეჩუენა, ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ ფრიად შეწუხებულ არს პავლე ურწმუნოებისათჳს და წინა-აღდგომისა ჰურიათაჲსა, ეტყოდა და ჰრქუა: ნუ გეშინინ კაცობრივისა რაჲსმე ვნებისაგან, რამეთუ მე შენ თანა ვარ და ვერვინ უძლოს ბოროტის-ყოფად შენდა. რამეთუ დაღაცათუ წარადგინეს სამშჯავროსა, არამედ ვერარაჲვე უყვეს, ვინაჲთგან უფალი სცვიდა და უბრძანებდა არა-დუმილად. ამას ადგილსა მწვალებელნი იტყჳან, ვითარმედ, ვინაჲთგან მრავალი ერი იყო კორინთეს შინა ღმრთისა სათნოჲ, ცხად არს, ვითარმედ ბუნებაჲ მათი კეთილ იყო და სხუათაჲ — ბოროტ. არამედ ჩუენ წინა-აღუდგებით, ვითარმედ ბუნებაჲ ყოველთა კაცთაჲ კეთილად დაბადებულ არს ღმრთისა მიერ, რომელსა არარაჲ ოდეს ბოროტი დაუბადებიეს, ხოლო კეთილ და ბოროტ ყოფაჲ კაცთაჲ თჳთმფლობელისა ნებისა მათისა საქმე არს, რამეთუ ღმერთი არავის აიძულებს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის