თარგმანი: აქა სრულ იქმნებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ: "რომელსა მე ვჰრწმენე, საქმეთა, რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნეს, და უმეტესი ამათსა ქმნეს" (). აპა უმეტესი იხილვა მოციქულთა მიერ, რომელი არა გუასმიეს ქრისტესთჳს სახარებასა შინა, რამეთუ აჩრდილი პეტრესი სნეულთა მკურნალ და ეგრეთვე ოფლიცა პავლესი უძლურებათა და ეშმაკთა მდევნელ იყო, რამეთუ არა ხოლო ჴელის შეხებითა თჳთ, არამედ სხუათა მიერ ზედა-დადებითა მისდა შეხებულთაჲთა იქთებოდეს ძალნი. ხოლო ვარშამანგ ეწოდების სუდარსა, რომელ არს თავის სახუეველი. ხოლო "ოლრისა" წილ "მოსაკიდელი" უსაკუთრეს არს, რამეთუ, რომელთა სამეუფოჲ პატივი არა აქუნდის, ვერ შეიმოსდეს ოლარსა, რომელი-იგი მათ ხოლო ჰმოსიედ, რომელნი საიპატოსოჲთა სამოსლითა შემოსილ იყვნიან, ხოლო მოსაკიდელი იგი არს ჴელთ საჴოცელ და მოსაწმედელ ოფლსა პირისასა და ყოველსა ნოტიობასა, რომელი-იგი გუერდსა ჰკიდავნ ანუ თუ ჴელთა აქუნ კაცთა. აწ უკუე ვარშამანგითა თავისაგან, ხოლო მოსაკიდლითა ჴელთა და პირისაგან დამწუთარსა ოფლსა მიიღებდეს მორწმუნენი და ზედა-დადებითა მათითა განიოტებდეს სენთა და ეშმაკთა.
მოციქულთა საქმეები 19:12
11. ხოლო ღმერთი მრავალ სასწაულს ახდენდა პავლეს ხელით.12. ასე რომ, მის ნაქონ ხელსახოცებს თუ წელსაკრავებს თვით სნეულთაც კი აფენდნენ, რომელნიც იკურნებოდნენ და უკეთური სულები გამოდიოდნენ მათგან.13. იუდეველთაგან თვით ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმაც კი დაიწყო უკეთური სულებით შეპყრობილთა მკურნალობა უფალ იესოს სახელით და ასე ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.
მოციქულთა საქმეები თავი 19