თარგმანი: ვითარცა არს ჩუეულებაჲ კეთილთა და ჭეშმარიტთა აღმწერელთაჲ, არა კმა-იყო ჰამბავი ოდენ მაფუცებელთაჲ, არამედ ზედა-მიწევნით გჳთხრობს სახელსა მამისასა, ვითარმედ მღდელთმოძღუარი იყო სკვეა, გარეგან წესთა შჯულისათა ქმილისა მისგან განმრავლებისა მღდელთმოჭღუართაჲსა, და რიცხუსა ძეთასა, ვითარმედ მღდელთმოძღუარსა მამასა ვერცა ერთი შჳდთა მათ ძეთაგანი განესწავლა წესიერებით შინა ჯდომად, არამედ მიმოვიდოდეს მსგავსად მათსა, რომელნი ეშმაკთა სახელებითა აფუცებენ ეშმაკთა და იგინი გზა-სცემენ მოყუასთა, რაჲთა განსლვითა მათითა არწმუნონ მაფუცებელთა მათ რწმუნებაჲ საცთურსა ეშმაკთასა. ესრეთ უკუე მიმომავალთა მათ და მაფუცებელთა შჳდთა ძეთა სკევაჲსთა, მსგავსად სახელისა ეშმაკთაჲსა, ღონე საფასეთა შეძინებისა ყვეს უზეშთაესი იგი ყოველთა სახელთაჲ — სახელი უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელსა პავლე ქადაგებდა , და თჳნიერ ყოვლისა სარწმუნოებისა, ნუ-უკუე კიცხევითცა სახელ-სდებდეს სახელსა მისსა, რომელი-იგი პავლეს მიერ თქუმითა საზარელ ეშმაკთა არს, ხოლო სკევაჲს ძეთა იგი ურწმუნოებით და კიცხევით თქუმაჲ თჳთ ეშმაკმან მათდავე საბასრობელ ყო. ეტყოდა და ჰრქუა:...
მოციქულთა საქმეები 19:15
14. ასე იქცეოდა იუდეველი მღვდელმთავრის სკევას შვიდი ძე.15. მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესოც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ?16. ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან.
მოციქულთა საქმეები თავი 19