მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 19:25

24. ერთმა ვერცხლისმჭედელმა, სახელად დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა და დიდ მოგებასაც აძლევდა ხელოსნებს,25. მთელი მათი ამქარი შეკრიბა და თქვა: ხომ იცით, ხალხო, რომ მთელი ჩვენი კეთილდღეობა ამ ხელობაზეა დამყარებული.26. იმასაც ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ ვიღაც პავლემ თავისი ქადაგებით გადარია ამდენი ხალხი; დამდგარა და გაიძახის: ხელთქმნილი ხატებანი ღმერთები არ არიანო.
მოციქულთა საქმეები თავი 19
25. მთელი მათი ამქარი შეკრიბა და თქვა: ხომ იცით, ხალხო, რომ მთელი ჩვენი კეთილდღეობა ამ ხელობაზეა დამყარებული.
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იყო მას ჟამსა შინა შფოთი არა მცირედი გზისა მისთჳს, რამეთუ დემეტრიოს ვინმე სახელით, ვეცხლის მჭედელი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა ატრემისთა, და მისცემდა ხუროთა მათ სარეწავსა არამცირედსა, რომელნი შეკრიბნა და ჰრქუა: კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი ჩუენი, და ჰხედავთ და გესმის, რამეთუ არს ხოლო თუ ეფესოსა, არამედ კნინღა და ყოველსა ასიასა ამან პავლე არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი. და იტყჳს, ვითარმედ: არა არიან ღმერთნი ჴელით ქმნულნი, და არა ხოლო ესე ჭირი არს ჩუენ ზედა ადგილად მხილებისა მოწევნად ჩუენდა, არამედ დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრე მისი, რომელსა ყოველი სოფელი და ასიაჲ ჰმსახურებს (19,23-27).:

თარგმანი: ჟამსა მას, ოდეს ტიმოთე და ერასტოს მაკედონიად წარვიდეს, იქმნა ასიას შინა შფოთი არამცირედი გზისა მისთჳს ჭეშმარიტისა, რომელ არს ქადაგებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ხოლო მიზეზ შფოთისა მის იყო დიმიტრი, რომლისა მიერ ქმნასა ვეცხლისა მცირეთა კიდობანთასა შენება ტაძართა ვეცხლისათა უწოდს, რამეთუ კიდობნებსა და კერპებსა ვეცხლისასა იქმოდა და მისთჳს ჰყვა მის თანა სიმრავლე ჴელოვანთაჲ, რომელთა-იგი სივერაგით აცთუნებდა, ვითარმედ, უკუეთუ კერპთმსახურებაჲ დაიჴსნას და ჴელით ქმნულნი ღმრთად არღარა შერაცხილ იყვნენ, სიყმილითა მოსრვად არიან იგინი, რამეთუ ამით ჴელთ-საქმრითა იზარდებოდეს. ხოლო შენ იხილე, ვითარ უმრავლესნი ჴორციელისა რაჲსმე მიზეზისა და შესაძინელისათჳს უზორვიდეს კერპთა, ვითარ-ესე აწ უგუნურებით მოშიშ იყვნეს დემეტრე და მის-თანანი, რომელთა ვეტყჳ: უკუეთუ ესოდენ ძლიერ არს ღმერთი პავლესი, რომელ სახელისა მისისა ქადაგებაჲ სძლევს სოფელსა, და არა ხოლო სხუათა კერპთა, არამედ თჳთ მის დიდ შერაცხილისა და ყოველთა მიერ სამსახურებელისა არტემის საოცრებათა ტაძრითურთ დაჰჴსნის, რად არა თქუენცა გრწამს მისი, ჵ უგუნურნო, რომელი-იგი ზრდის სიყმილსა სულთა და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის