თარგმანი: ვითარცა უგუნურთა, შეეშინა მოქმედთა მათ ცუდთა მათგან შინებათა დიმიტრისთა, და ვითარცა ადგილნი შესაცთუნებულად, აღტაცებულ იქმნნეს გულისწყრომისაგან, რამეთუ ესევითარი არს გონებაჲ უსწავლელისა ერისაჲ გამოუძიებელად მრწმუნებელ სიტყუასა საშფოთოსა. ამისთჳს ღაღადებდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! რამეთუ ქალაქად-ქალაქად სხუაჲ ღმერთი აქუნდის მრავალ-ღმრთეებასა წარმართთასა. ხოლო ეფესოჲსა, წარჩინებულისა მის ელენთა ქალაქისა იონიაჲსა, ღმერთი — არტემი იყო, რომლისათჳს ღაღადებით ჴმობითა ერნი იგი განაახლებდეს მსახურებასა მისსა, და სახილველად მისწრაფებითა აღსძრვიდეს შფოთსა მოციქულისათჳს, ვინაჲცა ხილვად მისსა მისრულნი იგი მაკედონიით არისტარხოს და გაიოს თანა-წარითრინეს, მიყვანებად იგინი სამშჯავროსა. ამის გაიოჲსთჳს დასწერს მოციქული: გიკითხავს თქუენ გაიოს მოსტუმრე ჩემი და ყოვლისა ეკლესიისაჲ, რამეთუ არა ხოლო მოციქულსა, არამედ ყოველსა შესაკრებელსა მორწმუნეთასა ისტუმრებდა.
მოციქულთა საქმეები 19:29
28. ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და აყვირდნენ: დიდია ეფესელთა არტემიდე!29. მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა, შეიპყრეს გაიუსი და არისტარქე, პავლეს მაკედონელი თანამგზავრები, და ერთად გაეშურნენ თეატრისაკენ.30. პავლეს უნდოდა ხალხში გამოსულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ დაანებეს.
მოციქულთა საქმეები თავი 19