მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 19:39

38. თუ დემეტრესა და მის თანამოსაქმეებს სურთ ვინმეს უჩივლონ, სამსჯავროც გვაქვს და მსაჯულებიც გვყვანან; ადგნენ და უჩივლონ ერთმანეთს.39. ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც უფლებამოსილმა კრებამ უნდა გადაწყვიტოს,40. რადგანაც საფრთხე გვემუქრება, რომ ბრალს დაგვდებენ დღევანდელი არეულობის გამო, ვინაიდან ვერავითარი საბაბით ვერ გავამართლებთ ამ თავყრილობას.
მოციქულთა საქმეები თავი 19
39. ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც უფლებამოსილმა კრებამ უნდა გადაწყვიტოს,
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას იქმთ წარმდებებით, რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუველ, არცა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა. უკუეთუ დემეტრიოსს და მის თანა ხუროთა მათ უც ვიეთმე თანა სიტყუაჲ, უბანთა ვაჭარნი მოიყვანნედ და მთავარნი არიან და აბრალებედ ურთიერთას. უკუეთუ კულა სხჳსა რაჲსათჳსმე ეძიებთ, შჯულიერითა კრებითა განეგოს, და რამეთუ ვიურვით ბრალობად შფოთისა ამისთჳსცა დღენდელისა, რამეთუ არარაჲ მიზეზი იყო, რომლისათჳსცა ვერცა სიტყჳს მიგებად ჴელმეწიფების შეკრებულისა ამისთჳს ერისა. და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული იგი (19,36-40).:

თარგმანი: თქუა რაჲ, ვითარმედ: დაწყნარებულ იყვენით და ნუ წარმდებ, —ამხილებს, ვითარმედ დაუწყნარებელ და მეშფოთეობით წარმდებ იყვნეს და უბრალონი კაცნი წარედგინნეს საშჯელსა —გაიოს და არისტარხოს, რომელთა არცა ბაგინი საკერპოჲსა ტაძრისაჲ განეპარა, არცა განცხადებული რაჲ სხუაჲ ბრალი უძღოდა, თჳნიერ რამეთუ პავლეს თანა ქადაგებდეს ჴელით ქმნულთა კერპთა არა ღმერთ ყოფასა. დაღაცათუ აწ მწიგნობარი ესე ჰფარავს ამასცა ბრალსა და იტყჳს, ვითარმედ: არა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა; რაჲთა ყოვლითურთ უსიტყუელ ყვნეს შფოთისა მისთჳს. ამისთჳს ზედა დაჰრთავს, ვითარმედ: არა ხოლო წაღმართ სხჳსა შფოთებისაგან გაყენებ, არამედ თჳთ მაგის უწესოდ აღტეხისათჳსცა ვერ სიტყჳს-მგებელ ვარ წინაშე პირსა მთავართასა. რამეთუ უკუეთუ დიმიტრის და მის თანა ხუროთა უც ვიეთმე თანა საშჯელი, უბანთ-ვაჭარნი მოიყვანნედ და უკუეთუ სხუაჲ რაჲმე უმეტესი საძიებელი არს მისთჳს, შჯულიერი კრებაჲ ჯერ-არს განსაგებელად და არა უწესოჲ ჴმობაჲ და შფოთებაჲ. ესრეთ შეაშინნა და მიმოგანყარნა შფოთებად შეკრებულნი იგი. ხოლო ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ მიერ ათინელთაჲთ ეფესელთაცა ეპყრა წესი ესევითარი, რამეთუ ორ სახე იყვნეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის