თარგმანი: ჰნებავს მოციქულსა, რაჲთა განაშორნეს მორწმუნენი ქრისტესნი შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, გარნა არა ჰყოფს ამას სულმოკლებით და სიძულილით, არამედ სამ თუე მათ თანა მივალს და კადნიერად მიუთხრობს ქადაგებასა სასუფეველისასა. ხოლო რაჟამს იხილნა იგინი გულფიცხელად და ურჩებით გარდამაქცეველად შჯულთა საღმრთოთა, მგმობარ და ძჳრის-მეტყუელ ყოფითა ქრისტესითა, რომელ-იგი არს გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, მაშინღა წინაშე ყოვლისა ერისა იჯმნა მათგან, ვითარცა უბრალომან სისხლთა მათთაგან. და მის თანა განშორებითა მოწაფეთაჲთა ჩუენ გუასწავებს არა-აღრევად მწვალებელთა თანა და ურწმუნოთა, რაჟამს წარვიკუეთოთ სასოებაჲ მოქცევისა მათისაჲ. ხოლო წარმოვიდა არა ლიტონსა ადგილსა, არამედ სასწავლოდ განკუთნვილსა შესაკრებელსა ერთასა. და ესოდენ სულგრძელებით ყოვნა ორ წელ, ვიდრემდის ფრიადითა წარმატებითა ურთიერთას აღაბაძვა ფრიადი სიმრავლე ჰურიათა და წარმართთაჲ, რაჲთა სწორებით მორწმუნე იქმნეს ქრისტესსა ყოველი ერი მკჳდრთა ასიისათაჲ.
მოციქულთა საქმეები 19:9
8. მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე.9. მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაფიცხდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ გმობდნენ უფლის გზას, მიატოვა ისინი, წამოიყვანა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში.10. ასე გაგრძელდა ორ წელიწადს და ასიის ყველა მცხოვრები, იუდეველიც და ბერძენიც, ისმენდა უფლის სიტყვას.
მოციქულთა საქმეები თავი 19