მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:13

12. უკვირდა ყველას და გაოგნებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რას მოასწავებს ეს?13. სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო.14. ხოლო პეტრე, დადგა თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: კაცნო იუდეველნო და იერუსალიმის ყოველო მკვიდრო! ცნობილი იყო ეს თქვენთვის და ყური უგდეთ ჩემს სიტყვებს:
მოციქულთა საქმეები თავი 2
13. სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილთაგან სავსე არიან (2,13).:

თარგმანი: არა თუ არა ესმოდა, რასა-იგი იტყოდეს; რამეთუ, არათუმცა წყლისჴმა-ჰყოფდეს, თუ რასა იტყჳან, ვერვინ აბრალებდა მათ; რამეთუ უცნაურთა ჴმათა მრავალი ვინ ჰგმობნ, რაჟამს არა უწყოდის, რაჲ-იგი ესმოდის. ხოლო ამათ ესმოდა-ცა და გულისჴმა-ჰყოფდეს, არამედ დაბრმობილთა შურითა კიცხევითა მით ენება დაფარვაჲ სასწაულისაჲ. ამისთჳს საბრალობელ არიან და უგუნურებაჲ. მათი იმხილების ორ სახედ: ჟამისაგან დღისა მის, რამეთუ მესამე იყო; და კუალად ჟამისაგან წელიწადისა, რამეთუ გაზაფხული იყო. და სადა იპოების ტკბილი ახალ-დაწნეხილი დღეთა შინა ზატიკობისათა? გარნა რასა-იგი დასაჴსნელად იტყოდეს, განგებულებითა საღმრთოჲთა უმეტეს დამამტკიცებელ ჭეშმარიტებისა იქმნა საქმე იგი კიცხევისა მათისაჲ, რამეთუ მორწმუნენი პირველ შეკრებულ იყვნეს განკჳრვებად სასწაულსა მას ზედა, და ურწმუნოებითა გარე დაშთომილნი მოკიცხართა მათ მიერ კიცხევად და ბასრობად მიიწოდებოდეს, და ზოგად ყოველთა განეცხადებოდა უცილობელი იგი საღმრთოჲ ჭეშმარიტებაჲ. ამისთჳსცა კიცხევამან მან უმრავლესნი შემოკრიბნა, რამეთუ რომელთა-იგი შურითა არა უნდა ხილვაჲ მის საკჳრველებისაჲ, კიცხევისა ძლით შერბიოდეს და თუალით ხილულისა მისგან...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის