თარგმანი: ვითარცა ბრძენი ხუროთმოძღუარი, საფუძველად სიტყჳსა ამას დასდებს, ვითარმედ არა ლიტონი კაცი იყო უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, არამედ ძე პირველ საუკუნეთა მამისაჲ და ნებითა მისითა მოვლინებული ცხორებად კაცთა, და უფროჲსღა ისრაიტელთა, რომელნი გონებითა ღმრთისმხილველ იქმნენ მსგავსად იაკობისსა, რომლისა მოშურნე ჰყოფს მოციქული აწ მსმენელთა ჰურიათა, რაჲთა საქმით ღმრთისმხილველ-ყოფითა ემსგავსნენ იაკობს, და ჭეშმარიტ ისრაიტელ სრულ კაც იქმნენ ჭეშმარიტებით გულისჴმის-ყოფითა ძალსა ქრისტეს მიერ ქმნილთა სასწაულთასა, რომელსა აწ მოციქული ღმრთისა მამისა მიერ ქმნილად იტყჳს, და კაცად ღმრთივ-განჩინებულად უწოდს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაჲთა მცირედ-მცირედ კაცობრივისა სახისაგან აღამაღლნეს მსმენელნი, და ეგრეთღა მიუთხრას მათ ძალი ღმრთეებისა მისისაჲ.
მოციქულთა საქმეები 2:22
21. და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“.22. კაცნო ისრაელიტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით, -23. ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით.
მოციქულთა საქმეები თავი 2