თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ვთქუ რაჲ არახილავად ჴორცთა მისთა განსახრწნელი. ნუ გგონიეს, ვითარმედ სხუად ვიტყჳ ძესა ღმრთისასა და სხუად — ძესა ქალწულისასა, არამედ მასვე და ერთსა გუამითა მრჩობლ ბუნებად ვქადაგებ, რომელი-იგი ბუნებითა ჴორცთაჲთა მომკუდარი აღადგინა ღმერთმან მამამან, რომლისათჳს ჩუენ მოციქულნი ამას ვწამებთ, ვითარმედ, ვინაჲთგან მამაჲ რასაცა იქმოდის, ძალითა თჳსითა იქმს, ცხად არს, ვითარმედ ძალ მამისა არს ქრისტე, ღმრთისა ძალი და ღმრთისა სიბრძნე, და ესრეთ, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე ძე ბუნებითა ღმრთეებისაჲთა ზოგად არიან აღმადგინებელ ბუნებისა ჴორცთაჲსა, რომელნი ჩუენგან შეისხნა მხოლოდშობილმან ძემან. ამისთჳს ყოველივე ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ, დაღაცათუ ხილულად სიმდაბლისა სიტყუათა აზმნობს უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა, არამედ, რაჟამს სიღრმე ძალისა მათისაჲ გულისჴმა-ჰყო, ერთბამად ქადაგებს ღმრთეებასა და კაცებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელი-იგი არს ღმერთი სრული და კაცი სრული.
მოციქულთა საქმეები 2:32
31. ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება.32. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი.33. ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ.
მოციქულთა საქმეები თავი 2