მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:36

35. ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ შენს მტრებს“.36. მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.37. ამის გაგონებისას გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს უთხრეს: რა ვქნათ, კაცნო, ძმანო?
მოციქულთა საქმეები თავი 2
36. მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაჱლი-სამან, რამეთუ უფალ და ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი თქუენ ჯუარს-აცჳთ (2,36).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მაღალნი სიტყუანი თქუნა, აწ კუალად მდაბლად მეტყუელებს მისთჳს, და უფალ და ცხებულ ყოფასა იესუჲსსა, მათ მიერ ჯუარცუმულისასა, მამისა მიერ ქმნილად უქადაგებს ჰურიათა, რაჲთა მდაბალთა ამათ მიერ განწუართოს გონებაჲ მათი დამტევნელ ყოფად მაღალთა ქადაგებათა ღმრთეებისა მისისათა. გარნა ეგრეცა არა ბუნებასა მისსა იტყჳს დაბადებულად, არამედ პატივსა მთავრობისასა მამისა მიერ მიცემულად ქადაგებს, რამეთუ "უფალი" და "ცხებული" არა ბუნებისა საქმენი არიან, არამედ პატივისანი, რომელი მისცა მამამან ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა ძემან მისმან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის