მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:45

44. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.45. მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა.46. დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს,
მოციქულთა საქმეები თავი 2
45. მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად, და აქუნდა ყოველივე ზოგად. და დაბნებსა და მონაგებსა განჰყიდდეს და განუყოფდეს მას ყოველთა, ვითარცა ვის რაჲ უჴმდა (2,44-45).:

თარგმანი: არა ეგოდენ ადგილითა, რაოდენ გონებითა ერთ-ქმნილ იყვნეს, და მონაგებიცა თითოეულისაჲ საზოგადოდ საჴმარად ყოველთა წარეგებოდა. რამეთუ არა ლიტონად დაუტევებდეს, არამედ კეთილად განსყიდითა საჴმარ ძმათა კრებულისა ჰყოფდეს მას.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის