მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:5

4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.5. ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, რომლებიც არიან ცის ქვეშ.6. ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.
მოციქულთა საქმეები თავი 2
5. ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, რომლებიც არიან ცის ქვეშ.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო იყვნეს იერუსალემს დამკჳდრებულ ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი, ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქუეშე (2,5).:

თარგმანი: თჳთ მებრ იერუსალემს მკჳდრობაჲ მათი სასწაული იყო დიდისა ღმრთისმოშიშებისა მათისაჲ, ვითარ სიყუარულითა შჯულთა საღმრთოთა აღსრულებისაჲთა, თითოეულსა დაეტევა მამული სამკჳდრებელი თჳსი, რაჲთა ადვილ იყოს მათდა, წესისაებრ შჯულისა, წელიწადსა შინა სამ-გზის წარდგომაჲ წინაშე უფლისა, რამეთუ, ვითარ-ესე აწ ყოველთაგან თესლთა იპოებიან ქრისტეანენი, ეგრეთვე მაშინ იპოებოდეს ჰურიანი ყოვლისაგან ნათესავისა და დაღაცათუ იპოების ნათესავი, რომელსა შინა მაშინ არა იყო ჰურიაჲ, არცა აწ ქრისტეანე, არამედ ეგრეცა წერილი "ყოელად" უწოდს სიმრავლესა ნათესავთასა, ვითარ-იგი რაჟამს თქუას: "მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ჴორციელსა" () და "არავინ არს მართალ არცა ერთ" () და "ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტესსა" (). აწ უკუე მრავალი იპოების უცხოჲ სულისაგან, და იპოების ვინმე მართალცა და მეძიებელ ქრისტესსა, არამედ წერილსა ჩუეულებაჲ აქუს, რაჲთა სიმრავლესა ვიეთსამე "ყოვლად" უწოდდეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის