თარგმანი: მიტჳლინი არს ქალაქი დიდისა მის ჭალაკისა ლეზბოჲსაჲ, ხოლო ქიონი საჩინოჲ ჭალაკი იონთაჲ, რომელსა ჰიონ ეწოდა ჰიოჲსაგან უკეანოსისა, გინა თუ თოვლისაგან ფრიადისა, რომელი მოვალს მუნ. ხოლო სამონი არს წარჩინებული ჭალაკი კარიაჲსაჲ, რომელსა სამონ ეწოდა სიმაღლისათჳს, რამეთუ ძუელნი ელენნი მაღალსა სამონ უწოდდიან, ხოლო ტრონგჳლიაჲ არს სოფელი მჳკალისაჲ და მჳკალაჲ — ქალაქი კარიაჲსაჲ, ხოლო კარიაჲსა სოფელსა მის შორის აქუს მდინარე ერმოჲსაჲ. და მელიტონი არს უპირატესი ქალაქი კარიაჲსაჲ იონთაჲ, რომელსა მელიტო ეწოდა მხუევრისა მის მცენარისაგან, რომელსა ზმილაკ უწოდიან. ამათ ჭალაკთა და ქალაქთა თანა-წარვლასა მოიჴსენებს ლუკა, მსგავსად ჩუეულებისა კაცთა, ზედა-მიწევნით თხრობისა აღმწერელთაჲსა.
მოციქულთა საქმეები 20:14
13. ჩვენ დავწინაურდით და ხომალდით ჩავედით ასოსში, საიდანაც უნდა წაგვეყვანა პავლე; ასე გვიბრძანა, ვინაიდან თვითონ ფეხით აპირებდა წამოსვლას.14. ასოსში რომ შემოგვიერთდა, წამოვიყვანეთ და მივედით მიტილენეში.15. იქიდან ხომალდით გავემგზავრეთ და მეორე დღეს დავუპირისპირდით ქიოსს; მომდევნო დღეს ქიოსს მივადექით, ტროგილიონში შევჩერდით და ერთი დღის შემდეგ მილეტს მივაღწიეთ.
მოციქულთა საქმეები თავი 20