მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 20:16

15. იქიდან ხომალდით გავემგზავრეთ და მეორე დღეს დავუპირისპირდით ქიოსს; მომდევნო დღეს ქიოსს მივადექით, ტროგილიონში შევჩერდით და ერთი დღის შემდეგ მილეტს მივაღწიეთ.16. რადგანაც პავლემ ინება გვერდი აექცია ეფესოსათვის, რათა ასიაში არ დაყოვნებულიყო, რადგანაც ეშურებოდა, თუკი შესაძლო იქნებოდა, ორმოცდაათობის დღეს ყოფილიყო იერუსალიმში.17. მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და ეკლესიის უხუცესნი იხმო.
მოციქულთა საქმეები თავი 20
16. რადგანაც პავლემ ინება გვერდი აექცია ეფესოსათვის, რათა ასიაში არ დაყოვნებულიყო, რადგანაც ეშურებოდა, თუკი შესაძლო იქნებოდა, ორმოცდაათობის დღეს ყოფილიყო იერუსალიმში.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ინება პავლე ეფესოჲსა თანა-წარსლვაჲ, რაჲთა არა დაეყოვნოს მრავალ ჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისსა, დღისა მის მეერგასისა ყოფად იერუსალემს (20,16).:

თარგმანი: იხილე წმიდათაჲცა, ვითარ ინებებენ რასმე და წადიერ არიან ქმნად და ვერ მიემთხუევიან საწადელსა, ვითარცა ზოგადისა კაცთა უძლურებისა მქონებელნი, რაჲთა არავინ ჰგონნეს იგინი გარეგან კაცთა ბუნებისა, რამეთუ ბუნებაჲ ჩუენივე აქუნდა, ხოლო ნებაჲ კეთილთაჲ — ფრიად უზეშთაესი ჩუენსა, რომლითა დაიმკჳდრა მათ შორის მადლმან ყოვლადწმიდისა სულისამან; ვითარ-ესე აწ პავლე ეფესოსა თანა-წარჰჴდა, რაჲთა არა შეაწუხნეს მვედრებელნი მისდა მათ თანა დაყოვნებისანი, რამეთუ ისწრაფდა იგი, რაჲთამცა ვითარ განემარჯუა იერუსალემდ მისლვაჲ დღესასწაულსა მას პასექისასა, რამეთუ დღესასწაულთა მუნ მისლვითა თანად უკუე ჰურიათა გულსავსე ჰყოფდა, ვითარმედ მათ თანავე მოსწრაფე არს აღსრულებისათჳს შჯულიერთა მათ დღესასწაულთა მათთა, და თანად ეძიებდა შესაკრებელსა ერთა მედღესასწაულეთასა, რაჲთა უმრავლესთა შორის ქადაგ იქმნეს სახელსა ქრისტეს ღმრთისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის