თარგმანი: სთქუა რაჲ "და აწ ესერა კრული", მცირედ იპყარ სიტყუაჲ და ეგრეთღა დაჰრთე: "სულითა მივალ იერუსალემს", რაჲთა ესრეთ გულისჴმა-ჰყო ძალი სიტყჳსაჲ, ვითარმედ წინაჲსწარ უწყის მოციქულმან სულისა მიერ წმიდისა კრულებათა და ჭირთა შემთხუევაჲ თჳსი, მი-რაჲ-ვიდეს იერუსალემდ. ვინაჲცა ცან, ვითარმედ არა ყოველსავე წინაჲსწარ სცნობდეს წინაჲსწარმეტყუელნი, არამედ მას ოდენ, რომელი გამოუცხადის მათ სულმან წმიდამან, ვითარ-ესე აწ პავლე ამას ხოლო მეცნიერ არს სულისა მიერ, ვითარმედ ჭირნი და კრულებანი ელიან მას, ხოლო თუ რაჲ შემთხუევად არს, აღსასრული საქმისაჲ არა უწყის, რაჲთა, რაჟამს ზოგისა მის წინაჲსწარ ცნობისათჳს ამაღლდებოდის, სხჳსა მის ზოგისა უმეცრებისათჳს დამდაბლებულმან არა ყოვლითურთ ზეშთა კაცთა საზომისა შეჰრაცხოს თავი თჳსი, არამედ შემუსრვილითა გულითა ურვით ვედრებასა შესწირვიდეს ჴსნად მისსა განსაცდელისაგან უძლურებისათჳს ჴორცთა მჴნისა მის გონებისათაჲსა. და კუალად, რომელი ყოვლითურთ შემშჭუალულ იყოს სიყუარულსა საღმრთოსა, ესევითარისა მის სული სულისა წმიდისა თანა შეკრულ არს და მარადის განუშორებელ ჰყოფს თავსა თჳსსა მისგან, ვითარცა ჯუარცუმით განყენებული სოფლისაგან...
მოციქულთა საქმეები 20:24
23. მხოლოდ სული წმიდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა-ვაება მელის.24. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას.25. და, აჰა, აწ ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენთაგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს.
მოციქულთა საქმეები თავი 20