თარგმანი: განიცადე სიტყუაჲ მოციქულისაჲ, ჵ ეპისკოპოსო და წინამძღუარო ეკლესიისაო; ეკრძალე თავსაცა თჳსსა და სამწყსოთასაცა, რამეთუ ერთი თჳნიერ მეორისა უჴმარ არს. ამისთჳს არა კმა არს თავისა ოდენ თჳსისა ზრუნვაჲ და სამწყსოთა უგულებელს-ყოფაჲ; არცა სამწყსოთა ოდენ ზრუნვაჲ და თავისა თჳსისა უგულებელს-ყოფაჲ, არამედ ორკერძოვე სწორებით გჳჴმს სიფრთხილე. ხოლო ნუ გგონიეს, ვითარმედ თჳსი კრძალვაჲ უპირატეს არს სამწყსოთასა და ამისთჳს პირველად მას იტყჳს, არამედ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ თჳთ თავთა ჩუენთა იგი კრძალულებაჲ და წესიერებაჲ უმეტეს განაკრძალებს სამწყსოთაცა ჩუენთა. ამისთჳს იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა ეპისკოპოსად. იხილე, ვითარ რომელთა ზემო ხუცად ეფესოჲსა იტყოდა ლუკა, აწ მათ პავლე ეპისკოპოსად უწოდს, რამეთუ მაშინ ჯერეთ არღა მიეღო თჳსაგანი განრჩევაჲ სახელთა ამათ, არამედ ეპისკოპოსსა ხუცეს უწოდდიან და ხუცესსა — ეპისკოპოს. აწ უკუე ვინაჲთგან არა ბუნებითად გუაქუს, არამედ კეთილისა ნებისათჳს და სათნოებისა ჴელნი დაგუესხმიან ეპისკოპოსად სულისა მიერ წმიდისა,...
მოციქულთა საქმეები 20:28
27. რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი გამეცხადებინა თქვენთვის ღვთის მთელი ნება.28. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით.29. რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
მოციქულთა საქმეები თავი 20