თარგმანი: რაჲსათჳს განხუალ, ჵ ნეტარო, უკუეთუ უწყი და წინა-გიცნობიეს შემდგომად განსლვისა შენისა შემოსლვაჲ მგელთაჲ? მოგჳგებს, ვითარმედ: ამისთჳს, რამეთუ თანა-შეკრულ ვარ მე სულსა წმიდასა, და იგი წარმიყვანებს მე, ვითარცა მას ჰნებავს, ხოლო თქუენ ეკრძალენით ნუ ხოლო უცხოთა, არამედ თჳთ თქუენგანთაცა კაცთა მბრძოლად ზედა-აღდგომასა, რომელი-ესე უძნელეს არს თჳსთაჲ ურთიერთას ბრძოლაჲ, ვიდრეღა უცხოთაჲ.
მოციქულთა საქმეები 20:30
29. რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.30. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ.31. მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს.
მოციქულთა საქმეები თავი 20