თარგმანი: საძნაურ უჩნდა იგიცა, რომელ აუწყა მათ შემოსლვაჲ მგელთაჲ. არამედ უფროჲს ყოვლისა ალმობდა მათ ცნობაჲ პავლეს ვერღარა ხილვისაჲ. ამისთჳს მოეხუეოდეს ქედსა მისსა წმიდასა, და მოწლედ სიყუარულით ამბორსუყოფდეს. რამეთუ რაჲმცა იყო უსაწადელეს თავისა მის მოციქულთა თავისა, რომლისათჳს ვჰგონებ, ვითარმედ მასცა ელმოდა და ცრემლოოდა ურვითა სამწყსოთა თჳსთა დატევებისაჲთა, რომელნი-იგი წინა-უვიდოდეს მას და თანა-ჰყვებოდეს და წარჰგზავნიდეს ნავად წარგზავნასა დასასრულისასა.
მოციქულთა საქმეები 20:37
36. ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა.37. ყველანი მწარედ ატირდნენ, ყელზე ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ პავლეს.38. უფრო იმ სიტყვის გამო იმდუღრებოდნენ, მან რომ თქვა: ვეღარ იხილავთ ჩემს სახესო, და მიაცილეს იგი ხომალდამდე.
მოციქულთა საქმეები თავი 20